27 აპრილი 2024,   08:23
ვრცლად
ავსტრალიაში ხანძართან ერთად ახლა წყალდიდობასაც ებრძვიან

რამდენიმე თვეა ავსტრალია მასშტაბურ ხანძარს ებრძვის. უჩვეულო ისაა, რომ ქვეყანაში ხანძარსა და წყალდიდობას ერთდროულად ებრძვიან.

ავსტრალიაში ხანძრის 100-მდე კერაა, რამდენიმე თვის განმავლობაში გვალვა იყო, ახლა კი უხვმა ნალექმა სხვა პრობლემები შექმნა.

ჩაკეტილია გზები და მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ავსტრალიაში ტყის ხანძარს 29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაღუპულია მილიონობით ცხოველი.

დღის ამბები