07 მაისი 2024,   03:31
ვრცლად
ესპანეთში შტორმს სამი ადამიანი ემსხვერპლა, დაკეტილია სკოლები, გაუქმდა ავიარეისები

შტორმი ესპანეთში. სტიქიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის 30 პროვინციაში მესამე დღეა ძლიერი ქარბუქი, თოვლი და ჰაერის დაბალი ტემპერატურაა.

ვალენსიაში ზღვის სანაპიროზე ტალღების სიმაღლემ 8 მეტრს მიაღწია.

უამინდობის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა 100-ზე მეტ სკოლაში. შეზღუდულია საავტომობილო გადაადგილება. მუშაობა შეაჩერა ალიკანტეს აეროპორტმაც, რის გამოც 200-მდე ავიარეისი გაუქმდა.

სინოპტიკოსები არ გამორიცხავენ შტორმი "გლორია" კიდევ გაძლიერდეს.

დღის ამბები