27 აპრილი 2024,   09:18
ვრცლად
აშშ-ის სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი მიმდინარეობს

შეერთებული შტატების სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი მიმდინარეობს. სენატორებმა დემოკრატების მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილი დოკუმენტების განხილვას მხარი არ დაუჭირეს.

შესაბამის რეზოლუციას, რომელიც რესპუბლიკელების ლიდერმა მიჩ მაკკონელმა წარადგინა, ხმა 53-მა სენატორმა 47-ის წინააღმდეგ მისცა. დემოკრატები გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ და მას "სამარცხვინოს" უწოდებენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტს დემოკრატიული პარტია უფლებამოსილების გადამეტებასა და უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

დონალდ ტრამპი შტატების ისტორიაში მესამე პრეზიდენტია, რომლის იმპიჩმენტის საკითხი სენატში განიხილება. 

დღის ამბები