27 აპრილი 2024,   00:33
ვრცლად
ჯებირის მიუხედავად, კარავიც დაიდგმება და პროტესტიც იქნება - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა

"ჯებირის მიუხედავად კარავიც დაიდგმება და პროტესტიც იქნება, ვიდრე ხელისუფლება დანაშაულს არ აღიარებს,"-ამის შესახებ "რუსთავი2-ს" პანკისის სპეოპერაციის დროს გარდაცვლილი, თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ განუცხადა. 

მედიკო მარგოშვილის განცხადებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის შეღობვა, მათი ოჯახის პროტესტს უკავშირდება.

"ეს ყველაფერი, ნათელია ჩვენი გულისთვის არის, რომ არ დაიდგას კარავი, ბანერი. ატრაქციონები წუხელ პირველ საათზე აიღეს, მოიგონეს რეაბილიტაცია, ყველანაირად ცდილობენ არ დავდგათ კარავი, მაგრამ ვიდრე საპარლამენტო კომისია არ შეიქმენება და ხელისუფლება დანაშაულს არ აღიარებს, ჩვენი პროტესტი არ შეწყდება. კარავი მწვანე ჯებირის გვერდით დაიდგმება,"-განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა.

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მწვანე ჯებირებით შემოღობეს. პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, რეაბილიტაცია დღეიდან დაიწყო და ტერიტორიაზე გამწვანებითი სამუშაოები განხორციელდება, მოწესრიგდება შადრევნები და ინფრასტრუქტურა. თბილისის მერის თქმით, იგეგმება ასევე 9 აპრილის მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.

დღის ამბები