27 აპრილი 2024,   00:14
ვრცლად
ესპანეთის "ბასკონიას" ქართველ კაპიტანს, თორნიკე შენგელიას, ევროლიგის დეკადის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრის შანსი აქვს

ესპანეთის "ბასკონიას" ქართველ კაპიტანს, თორნიკე შენგელიას, ევროლიგის დეკადის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრის შანსი აქვს. ევროლიგის ოფიციალურ გვერდზე გულშემატკივრების გამოკითხვა დაიწყო, ერთ-ერთი კანდიდატი "ბასკონიას" ლიდერია.

წარმოდგენილი 50 ნომინანტიდან გულშემატკივარს ხმის მიცემა დღეში მხოლოდ ერთი მოთამაშისთვის შეუძლია. შემდგომ გამოკითხვაში მედიის წარმომადგენლები, ევროლიგაში მოღვაწე მწვრთნელები და გუნდების კაპიტნები ჩაერთვებიან.

ამ დროისთვის გამოკითხვაში პირველ ადგილზე შვიდი პროცენტით პირეოსის "ოლიმპიაკოსის" ლიდერი ვასილის სპანულისია. ხმის მიცემა 17 თებერვლამდეა შესაძლებელი. 

დღის ამბები