27 აპრილი 2024,   00:43
ვრცლად
ვის რამდენ წელს მისცემენ, არ მაინტერესებს, მთავარია, ითქვას სიმართლე - ზაზა სარალიძე

"იურიდიული საკითხები მე არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს მთავარი-ითქვას სიმართლე,"- ასე გამოეხმაურა ზაზა სარალიძე ხორავას ქუჩის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი ჯანაშიას მიმართ, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სასჯელის შემსუბუქებას.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, დათუნა სარალიძის მამა არ გამორიცხავს, რომ საქმეზე ბრალდებულების რიცხვი გაიზარდოს. 

"იურიდიული საკითხები მე არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს მთავარი - ითქვას სიმართლე. ვის რამდენ წელს მისცემენ, მაგის გარკვევას არ დავიწყებ, იმიტომ რომ ჩემს შვილთან შეფარდებით ვერანაირ წელს ვერ დავუწყებ დათვლას. ვის რამდენ წელს მისცემენ, ეს კანონს აინტერესებს, თორემ მე არ მაინტერესებს.

ყველაფერი შესაძლებელია, არამარტო მენაბდეზე, დანარჩენ სხვა პირებზეც ყველაფერი შესაძლებელია. უბრალოდ, სიღრმისეულ დეტალებში, ამ ეტაპზე, ვერ შევალ,"- განაცხადა ზაზა სარალიძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას. 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურასა და დაცვის მხარეს შორის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჯანაშიას სასჯელი შეუმსუბუქდება.

გიორგი ჯანაშიამ დანაშაული აღიარა. პროკურორი ამბობს, რომ მსჯავრდებულმა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიწოდა. რამდენ წელს ჩამოაკლებენ ჯანაშიას, რომელსაც 11 წელი აქვს მისჯილი, სავარაუდოდ, 24 იანვარს, უზენაესი სასამართლოს პირველ მოსმენაზე გაირკვევა. სხდომა დღეს უნდა გამართულიყო, მაგრამ ადვოკატების მოთხოვნით გადაიდო.

დღის ამბები