27 აპრილი 2024,   04:06
ვრცლად
არასამთავრობოების არც ერთი რეკომენდაცია არ არის ისეთი, რომლის შესრულებაც შეუძლებელია - მზია თოდუა

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით, რომელიც უზენაეს სასამართლოში არსებულ ხარვეზებს ეხება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დროებით მოვალეობის შემსრულებელი საუბრობს.

მზია თოდუა ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების და ხარვეზების აღმოფხვრა შესაძლებელია.  

"ყოველთვის, როცა კრიტიკასთან გვაქვს საქმე, უნდა იყოს ობიექტური დამკვირვებლის თვალით დანახული კრიტიკა და არა სუბიექტური. ჩვენ ხომ შედარება უნდა გავაკეთოთ, რა იყო გუშინ, რა არის დღეს. მანამდე როგორი იყო შერჩევა, საერთოდ არავის არაფერს არ ეკითხებოდნენ, ისე ხდებოდა წარდგენა. არც ერთი რეკომენდაცია ისეთი არ არის მოცემული, რომლის შესრულება იყოს შეუძლებელი. მაგალითად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის როლთან დაკავშირებით. თავმჯდომარეც ზუსტად ისევე უნდა იყოს ჩართული მართლმსაჯულების განხორციელების საქმეში, როგორც დანარჩენი მოსამართლეები,“ - განაცხადა მზია თოდუამ.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ წარმოდგენილ ანგარიშში, საუბარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნისა და არჩევის პროცესზე.

დღის ამბები