ტოკიოში მიმდინარე ჰაცუ ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღეს მეშვიდე მარცხი განიცადა ტოჩინოშინმა. შედეგად ლევან გორგაძეს ბალანსი ტურნირზე 5:7-ზეა. დადებითი ბალანსის დასაფიქსირებულად ტოჩინოშინმა დარჩენილ სამივე შეხვედრაში გამარჯვება უნდა მოიპოვოს.
ქართველი სუმოისტის მომდევნო მეტოქე ოძეკი გოე-იდო იქნება.