27 აპრილი 2024,   01:58
ვრცლად
ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარაში ბრალდებული ვახტანგ რობაქიძისთვის ჩატარებული ექსპერტიზის შედეგი ცნობილია

დაჟეჟილობა მუცლის არეში და ფიზიკური ძალადობა - ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარაში ბრალდებული ვახტანგ რობაქიძისთვის ჩატარებული ექსპერტიზის შედეგი ცნობილია.

ბაკურიანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ რობაქიძე ამბობს, რომ სამართალდამცავებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სამედიცინო ცნობას ის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს წარუდგენს, რის შემდეგაც სამართალდამცავების დასჯას მოითხოვს.

"ბორჯომის განყოფილებაში პოლიციელის მიერ მოყენებული დაზიანების შედეგად ტრავმა მივიღე. დღეს სრული გამოკვლევის შედეგი გავიგე, სადაც მითითებულია, რომ აღმენიშნება მუცლის კედლის დაჟეჟილობა და ფიზიკური ძალადობის კვალი. მინდა მივმართო ანრი ოხანაშვილს, რომელმაც ამ ყველაფერს ცინიკური უწოდა და თქვა, რომ თურმე მე მივაყენე ჩემს თავს დაზიანება. თუმცა, ვიტოვებ იმედს, რომ ამ დასკვნის შედეგად ყველაფერს ფარდა აეხდება," - განაცხადა ვახტანგ რობაქიძემ.

დღის ამბები