27 აპრილი 2024,   03:56
ვრცლად
ბრიტანეთი მზადაა ევროკავშირი 31 იანვარს დატოვოს

დიდი ბრიტანეთი მზადაა, ევროკავშირი 31 იანვარს დატოვოს. ეს განცხადება პრემიერ-მინისტრის ოფისმა გაავრცელა.

"ზოგჯერ გვეჩვენებოდა, რომ ჩვენ ვერასდროს გადავკვეთდით ბრექსიტის ფინიშის ხაზს, თუმცა როგორც იქნა, ეს გამოგვივიდა," – წერია ბორის ჯონსონის განცხადებაში.

მანამდე დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატამ შეთანხმება დაამტკიცა. დოკუმენტს ხელი ახლა დედოფალმა უნდა მოაწეროს.

დღის ამბები