26 აპრილი 2024,   22:07
ვრცლად
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა "ევროსაბჭოს ახალგაზრდული სტრატეგია 2030" დაამტკიცა

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა "ევროსაბჭოს ახალგაზრდული სტრატეგია 2030" დაამტკიცა - ის ახალგაზრდობის სტრატეგიას მთელი ევროპის მასშტაბით განსაზღვრავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია რომ დოკუმენტი საქართველოს თავმჯდომარეობის დროს იქნა მიღებული. შეგახსენებთ, საქართველო 2019 წლის 27 ნოემბრიდან 6 თვის ვადით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა.

"საქართველოს ხვდა წილად დიდი პატივი, რომ  ჩვენი თავმჯდომარეობის დროს მომხდარიყო ამ სტრატეგიის მიღება. ამას ექნება სერიოზული გავლენა ქვეყნის შიგნით, ვინაიდან კიდევ უფრო გაძლიერდება მხარდაჭერა საქართველოში ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის ევროპულ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით," - განაცხადა ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა რევაზ ჩარკვიანმა.

დღის ამბები