27 აპრილი 2024,   01:47
ვრცლად
აქცია დედოფლისწყაროში - "ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას" თანამშრომლები სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ

ნავთობმომპოვებელი კომპანია "ფრონტერა ისტერნ ჯორჯია" თანამშრომლებმა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით აქცია გამართეს.

100-მდე ადამიანი თავდაპირველად დედოფლისწყაროს ცენტრში შეიკრიბა, რის შემდეგაც ნავთობბაზასთან გადაინაცვლეს და ჭიშკართან ცოცხალი ჯაჭვიც შეკრეს.

აქციის მონაწილეების თქმით, 11 თვეა კუთვნილი ხელფასი არ მიუღიათ და სანამ დავალიანება სრულად არ აუნაზღაურდებათ კომპანიას სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.

ისინი ამერიკელი კონგრესმენ მალენის წერილსაც გამოეხმაურნენ. აქციის მონაწილეები ეჭვობენ, რომ "ფრონტერას" გენერალურმა დირექტორმა, კონგრესმენ მალინს კომპანიის მუშაობაზე არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და შეცდომაში შეიყვანა.

"კომპაანის გენერალური დირექტორი ამერიკაში იმყოფება და კონგრესმენ მალინს არასწორ ინფორმაციას ავრცელებინებს "ფრონტერას " შესახებ. თითქოსდა საქართველოს ხელისუფლება ხელს უშლის ამერიკულ კომპანიების საქართველოში მოღვაწეობას, რაც არის დიდი სიცრუე და ტყუილი. პირიქით ხელისუფლება მაქსიმალურად გვეხმარება. სათავე აქედან იწყება, აკეთებენ ისე, რომ პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ, რაც ჩვენთვის სრულად მიუღებელია. ვიღაცას უნდა ეს სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს,"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

თანამშრომლების პროტესტს უპასუხა კომპანიის მენეჯერმა, გიორგი ჯანიაშვილის ინფორმაციით, მიმდინარეობს თანხების მოიძიება დავალიანებები კი სრულად ანაზღაურდება.

დღის ამბები