27 აპრილი 2024,   06:32
ვრცლად
21 დღეა ფოთში დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

უკვე 21 დღეა ფოთში დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. 24 წლის გიგა თავბერიძე სახლიდან 4 იანვარს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ოჯახს მის შესახებ ამ დრომდე არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია. მათ ასევე არ აქვთ ვერსია დაკარგულის შესაძლო ადგილსამყოფელის შესახებ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ საგამოძიებო, სამძებრო სამუშაოები დღემდე აქტიურად მიმდინარეობს.

დღის ამბები