27 აპრილი 2024,   01:03
ვრცლად
ნინოობასთან დაკავშირებით ილია მეორემ წირვა კუკიაზე, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღავლინა

დღეს ნინოობაა. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 27 იანვარს წმინდა ნინო გარდაცვალების დღეს აღნიშნავს.

ნინოობასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წირვა კუკიაზე, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღავლინა.

"ნინოობის დღესასწაული ძალიან იმედისმომცემი დღესასწაულია. უწმინდესი და უნეტარესი მობრძანდა ჩვენს ტაძარში და თავისი მრევლის ნაწილს ნინოობა მიულოცა," - განაცხადა დეკანოზმა, წმინდა ნინოს ტაძრის ღვთისმსახურმა არჩილ ხაჩიძემ.

ქართული ეკლესია ნინოობას წელიწადში ორჯერ - 27 იანვარს და 1 ივნისს აღნიშნავს. 

 

 

 

დღის ამბები