27 აპრილი 2024,   06:39
ვრცლად
22 ათასი ლარის ღირებულების მედიკამენტების კონტრაბანდა - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

მედიკამენტების კონტრაბანდა - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული წამლები წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ამოიღეს. 22 ათასი ლარის ღირებულების მედიკამენტები დაკავებულს საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილით გაჰქონდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირი, საბაჟო გამშვები პუნქტი წითელი ხიდის გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის გამოყენებით, შეეცადა აზერბაიჯანში მალულად გადაეტანა დიდი ოდენობით მედიკამენტი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული მედიკამენტი, რომლის საბაჟო ღირებულება 22 ათას ლარს აღემატება," - განაცხადა საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ქეთევან თეთრაულმა.

დღის ამბები