26 აპრილი 2024,   22:35
ვრცლად
მაიამის საკრებულოს წევრი მართა ბუენო ამერიკელ კონგრესმენ პიტ ოლსონს კორუმპირებულს უწოდებს  

კორუმპირებული კონგრესმენი, რომელიც "ფრონტერას" ლობირებს - ასე აფასებს მაიამის საკრებულოს წევრი პიტ ოლსონს.

მართა ბუენო წერს, რომ ამერიკელი პოლიტიკოსი ტეხასური ნავთობკომპანიის ინტერესების მხარდაჭერის სანაცვლოდ, ფინანსურ სარგებელს იღებს.

ბუენო წერს, რომ საქართველო რეგიონში შტატების ერთადერთი მოკავშირეა. 

"რას ჰგავს კორუფცია? კონგრესმენი პიტ ოლსონი ამის ცოცხალი განსახიერებაა. ის კომპანია "ფრონტერასგან" ფულს იღებს და შემდეგ სიტყვით გამოდის, როდესაც კონტრაქტი წყდება. ამერიკა - საქართველო რეგიონში ჩვენი ერთადერთი მოკავშირეა და ოლსონი ამ ყველაფერს სულ რაღაც 5 ათას 700 დოლარის დონაციისთვის აკეთებს,“ - წერს მართა ბუენო. 

ამერიკელმა კონგრესმენმა შტატების საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, ბიძინა ივანიშვილს ვლადიმერ პუტინის მარიონეტი უწოდა. 

რესპუბლიკური პარტიის წევრმა პიტ ოლსონმა ივანიშვილი ტელესერიალ - "სეზამის ქუჩის" მარიონეტ თოჯინას შეადარა და უცხოურ ინვესტიციებზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

ოლსონის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ბედნიერია იმით, რომ საქართველოს რესურსებს აკონტროლებს. ამერიკელმა კონგრესმენმა კოლეგებს საქართველოში საპროტესტო გამოსვლების ამსახველი ფოტო აჩვენა და ქართველი აქტივისტების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

 

 

 

 

დღის ამბები