06 მაისი 2024,   01:09
ვრცლად
ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ინციდენტი მოხდა საქალაქო სასამართლოში - გიორგი რურუას პროცესის დაწყებამდე სასამართლოს ეზოში, ერთ-ერთმა მოქალაქემ ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შემდეგ კი დაპირისპირება გვარამიას დაცვის წევრსა და მოქალაქეს შორის გაგრძელდა. მოქალაქე სამართალდამცავებმა ტერიტორიას განარიდეს.

"მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ თავდამსხმელი არ დაუნახავს და მაშინ დაარტყეს, როდესაც მოსაწევად იყო გასული.

"მე ვეწეოდი და დამიძახეს სასამართლო დარბაზში, შემდეგ კი ვიღაცამ დამარტყა. მე არ დამინახავს ვინ იყო,თუმცა ალბათ გარეთ დაინახეს ვინც იყო,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ინციდენტთან დაკავშირებით 3 პირი გამოკითხვაზე გადაიყვანეს, ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

დამატებით დეტალებთან დაკავშირებით უწყება მოგვიანებით გააკეთებს კომენტარს.

დღის ამბები