05 მაისი 2024,   15:59
ვრცლად
მაიკ პომპეო სამუშაო ვიზიტით კიევში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო კიევში ჩავიდა. მაიკ პომპეო პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და მასთან ერთად უკრაინაში არსებულ გამოწვევებს განიხილავს. ეს ქვეყანაში ამერიკის მაღალი რანგის პირის პირველი ვიზიტი იქნება მას შემდეგ, რაც ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტი გახდა და ტრამპი-ზელენსკის სატელეფონო საუბრის საფუძველზე იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.

ცნობილია, რომ მაიკ პომპეო უკრაინის შემდეგ ვიზიტებს ბელარუსში, ყაზახეთსა და უზბეკეთში გეგმავს.

დღის ამბები