05 მაისი 2024,   17:27
ვრცლად
ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის დაგეგმვის საქმეზე დაკავებულ 6 პირს პატიმრობა შეეფარდა

ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის დაგეგმვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთიs ღონისძიების სახით, პატიმრობასთან დაკავშირებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა და დაკავებულ 6 პირს პატიმრობა შეუფარდა.

6 პირიდან 2-ს - ბიბილაურსა და ცინცაძეს სახელმწიფო ბრალდება განზრახ მკვლელობის მომზადებას, ხოლო დანარჩენ 4 პირს ბეჟანიძეს, თადუმაძეს, ბერიძესა და მჟავანაძეს ფეთქებადი და ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადება და გასაღებას ედავება.

ბრალდებულებიდან 3 პირი წარდგენილ ბრალს აღიარებს.

დღის ამბები