05 მაისი 2024,   16:35
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე "ქართული ოცნების" დეპუტატებს ბრალი წარედგინათ

ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე "ქართული ოცნების" დეპუტატებს ბრალი წარედგინათ. ამის შესახებ განცხადებას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

"2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, თბილისის საკრებულოს წევრებს - ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას წარედგინათ ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. 

ასევე, 24 იანვარს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით, თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში,"-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები