28 აპრილი 2024,   22:33
ვრცლად
ე.წ. რეკეტის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში პირველ ადგილზეა

თრეის ინთერნეიშენალის ე.წ. რეკეტის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში პირველ ადგილზეა, მსოფლიოში კი 27-ზე, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და 18-ე ადგილს იკავებს. წინა წლის რეიტინგთან შედარებით ქულა არ შეცვლილა.

ყველაზე მაღალი შეფასება საქართველომ - "კორუფციაში ხელისუფლების ჩართულობისაგან თავისუფლებისთვის" მიიღო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე ცუდი შეფასება - "არასამთავრობო და მედიასექტორის აგრეგატმა" მიიღო, რომელიც ამ ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, უნარიანობას, მიუკერძოებლობას ზომავს კორუფციის ზედამხედველობის პროცესში. 

ინდექსი რენდ კორპორაციასთან ერთად შემუშავდა.

დღის ამბები