27 აპრილი 2024,   04:42
ვრცლად
1992 წლის 2 თებერვლის მოვლენების გამოძიების მოთხოვნით ხვალ მანიფესტაცია ჩატარდება

პარტია "თავისუფალი საქართველო" და ეროვნული მოძრაობა ხვალ, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშვიდობიან მანიფესტაციას გამართავენ. ეროვნული მოძრაობის წევრები, საქართველოს პროკურატურას მოუწოდებენ გამოიძიოს 1992 წლის ორ თებერვალს, ეროვნული ხელისუფლების მომხრეთა მშვიდობიანი პროტესტის დროს დახვრეტილ და დაზარალებულ ადამიანთა საქმეები.

"ხვალ ჩვენ ვაპირებთ იმ ადგილას სადაც მოხდა ეს მეოცე საუკუნის დასასრულს უდიდესი ტრაგედია საქართველოს ისტორიაში აღვნიშნოთ მათი სულების მოსახსენიებლად და ჩავატაროთ პარაკლისი," - განაცხადა ეროვნული მოძრაობის ვეტერანმა ეთერ მგალობლიშვილმა.

ამ თემას გამოეხმაურა პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა, მისი თქმით ამდენი წლის შემდეგაც დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებს არავისგან ბოდიში არ მოუსმენიათ და პირიქით, ამ საქმეში მონაწილე პირები დღეს პოლიტიკურ ელიტაში არიან:

"ერთი  ბოდიში არ მოუსმენიათ ამ ადამიანებს, არც დაღუპულთა ოჯახის წევრებს, არც დასახიჩრებულთა ოჯახის წევრებს, იმ ხალხისგან ვინც ეს ყველაფერი დაატრიალა, მათი დიდი ნაწილი დღემდე იკავებს წამყვან პოზიციებს პოლიტიკურ ელიტაში, როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციის მხრიდან და განსაკუთრებით სამწუხარო არის რომ ეს ადამიანები დღეს დასაქმებულები ვეტერანთა დეპარტამენტში,"- აღნიშნა კახა კუკავამ.

დღის ამბები