06 მაისი 2024,   07:35
ვრცლად
ავსტრალიაში კვლავ ხანძარია - კანბერას გარეუბანში 55 ათასი ჰექტარი იწვის

ავსტრალიაში ისევ ხანძარს ებრძვიან. კანბერას გარეუბანში ცეცხლი 55 ათას ჰექტარს უკიდია. ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია ამჯერად საჭირო არ არის, რადგან ცეცხლი დასახლებული რაიონებიდან მოშორებით ტყეს უკიდია, თუმცა ავსტრალიის დედაქალაქის გარეუბნების მცხოვრებლებს მეხანძრეები სიფრთხილისკენ მაინც მოუწოდებენ.

ავსტრალიაში ხანძრები გასული წლის სექტემბრის შემდეგ მძვინვარებს. სტიქიას 33 ადამიანი ემსხვერპლა. დაიწვა 10 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია.

დღის ამბები