06 მაისი 2024,   03:17
ვრცლად
მოსკოვში ქართველი მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი დააკავეს - რუსული მედია

მოსკოვში ქართველი მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსეთის ჩემპიონი სამართალდამცავებმა მაშინ გააჩერეს, როდესაც ის მეგობართან ერთად მოსკოვში ერთერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში დამალულ ნარკოტიკს იღებდა.

ყუშიტაშვილმა დაკავების დროს პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და სამართალდამცავს ცხვირი გაუტეხა.

მომხდართან დაკავშირებით მოკრივეს წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ნარკოტიკების შენახვა, შესყიდვა, გადატანის მუხლით. შიდა მოკვლევას აწარმოებს რუსეთის კრივის ფედერაციაც.

24 წლის ქართველი მოკრივე ამჟამად რუსეთის სახელით ასპარეზობს ყველა ტურნირში.

დღის ამბები