05 მაისი 2024,   15:44
ვრცლად
კახა კალაძე Chartwell Strategy Group -თან ხელშეკრულების გაგრძელებას მიესალმება და ამბობს, რომ სათქმელი ძალიან ბევრია

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს მთავრობის მიერ ლობისტურ კომპანია Chartwell Strategy Group-თან ხელშეკრულების გაგრძელებას მიესალმება. კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებსა და კონგრესმენებს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მიეწოდოთ. 

"მივესალმები ხელშეკრულების გაგრძელებას და ზოგადად, ურთიერთობას კონგრესმენებთან, სენატთან. სათქმელი არის ძალიან ბევრი. იმ არასწორ და არაზუსტ ინფორმაციებს, რასაც ჩვენ ვნახულობდით წერილებში, რომელიც ქვეყნდებოდა, შესაბამისად, კონგრესმენებთან, სენატორებთან კომუნიკაცია, ურთიერთობა, მიწოდება დამატებითი ინფორმაციის, რომ არ იყოს ცალმხრივად მიწოდებული, არის ძალიან მნიშვნელოვანი,"- განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას თქმით, მსგავს კომპანიებთან მთავრობის მიერ დადებული კონტრაქტები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი სახელმწიფოს ინტერესებს იცავენ.

"ეს ღია კონტრაქტებია. თუ კონტრაქტს სახელმწიფო და მთავრობა დებს, ეს ყველასთვის ხელმისაწვდომია და ყველას შეუძლია ნახოს, თუ რეალური მიზეზები რა არის. ნებისმიერ მთავრობას სჭირდება, ყავდა და ხვალაც ეყოლება ლობისტები, რომლებიც დაიცავენ სახელმწიფოს ინტერესებს,"- განაცხადა კახა კუჭავამ.

 შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ამერიკულ ლობისტურ კომპანია Chartwell Strategy Group ხელშეკრულება გაუგრძელა. 

დღის ამბები