05 მაისი 2024,   15:13
ვრცლად
საქართველოში დღეს 77 000 მოშიმშილე ბავშვი ცხოვრობს - ხაზარაძე ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში პოლიტიკური მოძრაობა "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა და წევრებმა ბრიფინგი გამართეს.

პარტიის წევრებმა საქართველოში მცხოვრები იმ ბავშვების მდგომარეობასა და უფლებებზე ისაუბრეს, რომელთაც ცხოვრება უკიდურეს გაჭირვებაში უწევთ.

მამუკა ხაზარაძის გუნდი პირობას დებს, რომ, თუ მოსახლეობა საპარლამენტო არჩევნებში ნდობას გამოუცხადებს "ლელო" მსგავს პრობლემებს მოაგვარებს.

"ბრიფინგის თემა ეძღვნება საქართველოში ბავშვთა შიმშილიანობას და იმ გაუსაძლის მდგომარეობას, რომელიც უკვე წლების განმავლობაში არის შექმნილი. რა პრობლემაც ვერ გადაწყვიტა ვერანაირად ოცნების ხელისუფლებამ. საქართველოში საქართველოში დღეს არის 77 000 მოშიმშილე ბავშვი," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები