06 მაისი 2024,   10:38
ვრცლად
საქართველოში არსებული რელიგიური დენომინაციის ლიდერები ბავშვთა უფლებების ხელშეწყობაზე მსჯელობენ

საქართველოში არსებული რელიგიური დენომინაციის ლიდერები ბავშვთა უფლებების ხელშეწყობაზე მსჯელობენ. კონფერენციის მთავარი მიზანი რელიგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაა. კონფერენცია ორგანიზებული იყო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და გაეროს ბავშთა ფონდის მიერ.

გაეროს ბავშთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილის განცხადებით, Unisef-ი რელიგიურ დომინაციების  გავლენის ბავშვთა უფლებების დასაცავად მიმართვაზე მუშაობს.

"მოხარულები ვართ, რომ იუნისეფი აგრძელებს თანამშრომლობას საქართველოში არსებულ რელიგიურ ჯგუფებთან. ჩვენ ღია, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი წამოვიწყეთ რელიგიურ დომინაციებთან, რათა მათი გავლენა მიმართული იყოს ბავშვთა უფლებების დასაცავად,"-განაცხადა ღასან ხალილიმ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის თქმით, სასულიერო პირების მხრიდან შთაგონებისა და სწავლების ფორმების გამოყენებით გარკვეული ცუდი ტენდენციების პრევენცია უნდა მოხდეს.

"სასულიერო პირებს და რელიგიურ ლიდერებს აქვთ პირდაპირი შემხებლობა საზოგადოებასთან, ოჯახის წევრებთან და მათი საშუალებით, მომავალ თაობასთან, ბავშვებთან. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესების ფონზე, რაც ზოგადად, ახალგაზრდობაში, გარკვეული ცუდი ტენდენციებია, ერთგვარი პრევენციის ნაბიჯი იქნება მათი მხრიდან შთაგონებისა და სწავლების ფორმების გამოყენებით. გადავწყვიტეთ, რომ უახლოეს პერიოდში, ივნისამდე მოხდეს ამის, ასე ვთქვათ, ათვისება,"- განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.

დღის ამბები