06 მაისი 2024,   06:43
ვრცლად
სეზონური გრიპით დაავადების რაოდენობა შემცირებულია, თუმცა ჰოსპიტალიზაცია 28-დან 32%-მდე გაიზარდა - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სეზონური გრიპით დაავადების შემთხვევები შემცირებულია, თუმცა პაციენტების ჰოსპიტალიზაცია 28-დან 32%-გაიზარდა.

​"სხვა სეზონური გრიპების რაოდენობა შემცირებულია, თუმცა მომატებულია ჰოსპიტალიზაცია 28-დან 32%-მდე," - აღნიშნა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ მოქალაქეებს, სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით საჭირო აცრების ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მშობლებს  ურჩევს, ტემპერატურის ქონის შემთხვევაში, ბავშვები სკოლაში არ გაუშვან.

დღის ამბები