06 მაისი 2024,   06:20
ვრცლად
"შეცვალეს" აქცია საკრებულოსთან - ირაკლი ზარქუას მოძრაობის წევრებმა პირველადი დახმარების მედიკამენტები მიუტანეს

საზოგადოებრივი მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა საკრებულოსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეებმა საკრებულოს კანცელარიაში, ირაკლი ზარქუას სახელზე პირველადი დახმარების მედიკამენტები დატოვეს.

მოძრაობა "შეცვალეს" წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" წევრები ხაბეიშვილს ტურებივით დაესხნენ თავს. მისივე თქმით, ზარქუამ ცემის ფაქტზე საუბარი მაშინ დაიწყო, როდესაც ეს თავად აწყობდა.

"მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დაესხნენ ხაბეიშვილს ტურებივით თავს, დაახლოებით 15 წუთში ზარქუამ თქვა, რომ არავითარ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, ხოლო, როდესაც დასჭირდათ, ზარქუამ თქვა, რომ დიდი "სინიაკები" დაადო ხაბეიშვილმა და ამიტომ ჩვენ მოვუტანეთ მას მალამო, ბინტი და "სანტავიკი,"- განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

"ჩვენ მას მივუტანეთ ვაზელინი, ბამბა და ბინტი, რომ უმკურნალონ თავს. თვალები ისედაც ახვეული აქვს, მაგრამ იქნებ ეს ბინტი გადაიკრას ბოლომდე,"- განაცხადა მოძრაობა "შეცვალეს" კიდევ ერთმა წევრმა ოთო გურგენიძემ.

დღის ამბები