05 მაისი 2024,   14:03
ვრცლად
უხანიდან გამოყვანილი საქართველოს 5 მოქალაქე სამედიცინო დაკვირვებას ამჟამად თურქეთსა და საფრანგეთში გადის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს იმ მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ, რომლებიც ჩინეთის ქალაქ უხანიდან თურქეთსა და საფრანგეთში გუშინ და გუშინწინ გაიყვანეს, განცხადება გაავრცელა. თურქეთში ამ დროისთვის საქართველოს 3 მოქალაქე იმყოფება, საფრანგეთში კი 2.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, მათი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და არც ერთ მათგანს კორონავირუსის ნიშნები არ აღენიშნება.

"განხორციელდა საქართველოს ორი მოქალაქის ევაკუაცია ქალაქ უხანიდან საფრანგეთში. ისინი დღეისათვის იმყოფებიან საფრანგეთის ერთ-ერთ დაწესებულებაში, სადაც ორი კვირის განმავლობაში საკარანტინო რეჟიმში გაივლიან სამედიცინო დაკვირვებას.

ასევე გუშინწინ განხორციელებული ევაკუაციის შემდეგ ჩვენი 3 მოქალაქე თურქულმა მხარემ გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, ისინი თავს კარგად გრძნობენ," - აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა

დღის ამბები