05 მაისი 2024,   18:50
ვრცლად
მოვითხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს კანონპროექტი "ქართულმა ოცნებამ" - ანა დოლიძე აზარტული თამაშების შესახებ 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტი რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს და კანონპროექტში ქართველი ხალხის მოთხოვნები რეალურად აისახოს.

"ქართული ოცნება" აპირებს საგაზაფხულო სესიაზე იმუშაოს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონპროექტზე. მოვითხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ეს კანონპროექტი "ქართულმა ოცნებამ", მაგრამ კანონპროექტი იყოს არა გაშუალებული ვერსია "ქართული ოცნების" დეპუტატების ინტერესებს და იმ მაფიის ინტერესებს შორის, რომელიც ფარავს აზარტულ თამაშებს, არამედ ეს კანონპროექტი იყოს რეალური ასახვა თუ რას ითხოვს ქართველი ხალხი," - განაცხადა ანა დოლიძემ.

დღის ამბები