05 მაისი 2024,   17:00
ვრცლად
ოპოზიცია დაკავებულია მხოლოდ იმ საკითხებით, რომლებიც მათი პარტიებისთვის არის საინტერესო - კობახიძე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ბოიკოტს კრიტიკით უპასუხა.

როგორც კობახიძე მიიჩნევს, ოპოზიცია მხოლოდ იმ საკითხებით არის დაკავებული, რომლებიც მათი პარტიებისთვის არის საინტერესო.

"ოპოზიციური პარტიები დაკავებულნი არიან მხოლოდ იმ საკითხებით, რომლებიც არის მათი პარტიებისთვის საინტერესო, ჩვენ ვმუშაობთ იმ თემებზე, რომელიც არის საინტერესო მოსახლეობისთვის და საზოგადოებისთვის. აქედან გამომდინარე, გავაგრძელებთ ჩვენი დღის წესრიგით მუშაობას, ოპოზიციას შეუძლია გააგრძელოს საქმიანობა თავისი დღის წესრიგით. იქნება ეს კომიტეტები და იქნება ეს პლენარული სხდომა, ყველა შემთხვევაში, ჩვენთვის მთავარი ამოცანა იქნება პრობლემების გადაჭრა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები