05 მაისი 2024,   17:15
ვრცლად
NATO-მ თურქეთის რჩევა უნდა გაითვალისწინოს და საქართველო ალიანსში მიიღოს - ლუკ კოფი

NATO-მ თურქეთის რჩევა უნდა გაითვალისწინოს და საქართველო ალიანსში მიიღოს - ამ სათაურით TRT World-ი სტატიას აქვეყნებს.

პუბლიკაციის ავტორი, Heritage Foundation-ის ანალიტიკოსი ლუკ კოფი წერს, რომ საქართველოს გზა, დემოკრატიისკენ მაგალითია მთელი რეგიონისთვის და ამერიკის ინტერესებშია, რომ რეგიონული სტაბილურობისთვის ის ამ გზაზე დარჩეს.

კოფი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის ქვეყანაში შეჭრის მიუხედავად, საქართველომ არ გადაუხვია დასავლურ კურსს და ამიტომ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინონ წარმატებული ქვეყნის NATO-ში მისაღებად.

მანამდე, 23 იანვარს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ნატოს გაფართოებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო NATO-ს წევრი უნდა გახდეს.

დღის ამბები