05 მაისი 2024,   06:21
ვრცლად
კორონავირუსზე შემოწმების მიზნით საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. გადასასვლელებზე შეზღუდვებს აწესებს  

კორონავირუსზე შემოწმების მიზნით საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. გადასასვლელებზე შეზღუდვებს აწესებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ძირითადად იმ ტურისტებს ამოწმებენ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამოგზაუროდ მიდიან, ასევე იმ მოქალაქეებს, რომლესაც ე.წ. მოქალაქეობის მოწმობა არ აქვთ. 

ის პირები, რომლებმაც ოკუპირებული ტერიტორია დღეს დატოვეს, "კურიერთან" ამბობენ, რომ ენგურის ხიდთან სპეციალური მანქანაა მობილიზებული, რომელშიც სამედიცინო პუნქტია განთავსებული და სწორედ იქ ხდება ადამიანები შემოწმება კორონავირუსის სიმპტომების გამოსავლენად. 

დღის ამბები