05 მაისი 2024,   12:37
ვრცლად
ხანძრის შედეგად დაღუპულების დაკრძალვის ხარჯებს ბაღდათის მერია დაფარავს

ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპულების დაკრძალვის დრო და ადგილი დღეს გახდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, ხარჯებს მერია დაფარავს. დღეს ტრაგედიის ადგილზე ხანძრის შედეგად გარდაცვლილების ოჯახის წევრები მივიდნენ.

როგორც გარდაცვლილი ასაკოვანი ქალის შვილი ამბობს, ადგილზე დედის სამახსოვროდ რაიმე ნივთის პოვნის იმედით მივიდა. დღესვე დაღუპული ორსული ქალის მეუღლე და დედა სამართალდამცველებთან  დაკითხვაზე იმყოფებიან.

დღის ამბები