05 მაისი 2024,   15:47
ვრცლად
სტამბოლში სამგზავრო თვითმფრინავის ავარიულად დაშვებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

მსხვერპლით დასრულდა სტამბოლში სამგზავრო თვითმფრინავის ავარიულად დაშვება. გოქჩენის აეროპორტში "პეგასუსის" ავიახაზების თვითმფრინავი დასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და სამ ნაწილად დაიშალა. დაღუპულია 1, დაშავებულია 157 მგზავრი.

თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 177 ადამიანი იმყოფებოდა, რეისს იზმირის პროვინციიდან ასრულებდა. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, "ბოინგ 737"-ის ავარიულად დაშვებას თურქეთის მოქალაქე ემსხვერპლა. ცნობილია, რომ მგზავრებს შორის უცხო ქვეყნის 20-მდე წარმომადგენელი იმყოფებოდა. იყვნენ თუ არა მათ შორის საქართველოს მოქალაქეები, ამ ეტაპზე უცნობია.

მომხდარის მიზეზად ძლიერი ქარი და წვიმა სახელდება. ინციდენტის შემდეგ აეროპორტი დროებით დაიხურა.

დღის ამბები