05 მაისი 2024,   14:39
ვრცლად
ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა  - შემთხვევა თურქეთში

ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა თურქეთში. ვანის პროვინციაში სტიქიას მაშველები და სამართალდამცველები ემსხვერპლნენ.

ქალაქ ბაჰჩე-სარაიში მაგისტრალზე პირველად ჩამოწოლილ ზვავში მიკროავტობუსი მოჰყვა და 8 ადამიანი დაიღუპა.

სტიქია ადგილზე მაშველების მისვლის შემდეგაც განმეორდა, რასაც 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, სამძებრო სამუშაოები გრძელდება და შესაძლოა მსხვერპლის რაოდენობა ისევ გაიზარდოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები