05 მაისი 2024,   15:49
ვრცლად
ამერიკელი მსახიობი კირკ დუგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი კირკ დუგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა მისმა შვილმა, მაიკლ დუგლასმა.

მსახიობმა 100 ზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა. მათ შორისაა, კინოფილმები "სპარტაკი", "ჩემპიონი". ფილმში "წყურვილი სიციცხლისა" დუგლასმა ვინსენტ ვან გოგი განასახიერა, ამ როლისთვის მსახიობს "ოქროს გლობუსი" გადაეცა.

კინემატოგრაფიაში შეტანილი 50 - წლიანი წვლილისთვის დუგლასი 1996 წელს საპატიო ოსკარით დაჯილდოვდა. 2001 წელს კი ბერლინალეზე მას, საპატიო "ოქროს დათვი" გადაეცა. 

დღის ამბები