05 მაისი 2024,   16:59
ვრცლად
ტერაქტი იერუსალიმში - დაშავებულია 12 ჯარისკაცი

იერუსალიმში სამხედროების ჯგუფს მანქანა შეეჯახა. დაშავებულია 12 ჯარისკაცი და ორი სამოქალაქო პირი.

პოლიციამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. სამართალდამცველების ინფორმაციით, მანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამხედროები ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ ქალაქს ათვალიერებდნენ, როდესაც მძღოლმა მანქანა მათ გამიზნულად დააჯახა.

დღის ამბები