02 მაისი 2024,   13:31
ვრცლად
ეუთო/ოდირმა ოპოზიცია დატუქსა - მამუკა მდინარაძე

"ეუთო/ოდირი არ არის ის ადგილი, სადაც განსჯიან კონსტიტუციურობის საქმეს," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის შეფასებით, ეუთო/ოდირმა ოპოზიცია დატუქსა.

მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ ახლა ოპოზიცია ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ საარჩევნო მოდელს უნდა დათანხმდეს.

"პირველივე ნაწილში ეუთო/ოდირმა დატუქსა ოპოზიცია და უთხრა, რომ ეუთო/ოდირი არ არის ადგილი, სადაც განსჯიან კონსტიტუციურობის საქმეს. ეს არის შიდა ეროვნული სასამართლოს პრეროგატივა.

ჩვენ შუთანხმებლობის შემთხვავაში, გვიწევს ჩავატაროთ არჩევნები იმ სისტემით, რაც დღეს გვაქვს. ამიტომ ვურჩევ ოპოზიციას, რომ გადაწყვეტილებები მიიღოს რაციონალურად. მათსავე ინტერესებში ჯდება, რომ დათანხმდნენ ჩვენს მიერ შეთავაზებულ მოდელს," - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ეუთო/ოდირის 11 გვერდიან დასკვნაში ე.წ. გერმანული მოდელის შესახებ არის საუბარი. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, დოკუმენტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, რაზეც საქართველოში ფაქტობრივად, არავინ დაობდა.

მ​თავარი კითხვა იყო, ოპოზიციის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობა - რაზეც პირდაპირი პასუხი დასკვნაში არ არის. 

ოდირის ექსპერტების შეფასებით, ცვლილებების მიღება შესაძლებელია პარლამენტში უბრალო უმრავლესობით. ისევე, როგორც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, ეუთოს რეკომენდაციაც ეხება ფართო კონსენსუსს - სისტემაზე, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, პოლიტიკური თანხმობა უნდა იყოს - წერია დასკვნაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები