02 მაისი 2024,   16:00
ვრცლად
საარჩევნო სისტემები არ და ვერ იგებს არჩევნებს, არჩევნებს იგებს ქართველი ხალხი - კალაძე

კონსტიტუციურობასთან დაკავშირებული კითხვის გაგზავნა ეუთოში შეცდომა იყო - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე შეფასებით, ოპოზიციამ სახალხო დამცველი შეცდომაში შეიყვანა.

"შეცდომა იყო ეუთო/ოდირისთვის ამ კითხვის გაგზავნა. სახალხო დამცველი, რომელიც გამოიყენეს ამისთვის, შეცდომაში იქნა შეყვანილი.

ის რაზეც საუბრობს ოპოზიცია, ე.წ. გერმანულ მოდელთან საერთოდ კავშირი არ აქვს. ეს არის "ავღანური მოდელი". საქართველო 70, 80 ,90-იან წლებში არ და ვერ დაბრუნდება. ჩვენ გვჭირდება განვითარება და წინსვლა. საარჩევნო სისტემები არ და ვერ იგებს არჩევნებს, არჩევნებს იგებს ქართველი ხალხი," - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, ეუთო/ოდირის 11 გვერდიან დასკვნაში ე.წ. გერმანული მოდელის შესახებ არის საუბარი. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, დოკუმენტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, რაზეც საქართველოში ფაქტობრივად არავინ დავობდა.​

მ​თავარი კითხვა იყო ოპოზიციის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობა - რაზეც პირდაპირი პასუხი დასკვნაში არ არის. 

ოდირის ექსპერტების შეფასებით, ცვლილებების მიღება შესაძლებელია პარლამენტში უბრალო უმრავლესობით. ისევე, როგორც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, ეუთოს რეკომენდაციაც ეხება ფართო კონსენსუსს - სისტემაზე, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, პოლიტიკური თანხმობა უნდა იყოს - წერია დასკვნაში.

 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები