06 მაისი 2024,   01:44
ვრცლად
დონალდ ტრამპმა ალ-ქაიდას ლიდერის ყასიმ ალ-რაიმის მკვლელობა დაადასტურა

დონალდ ტრამპმა არაბეთის ნახევარკუნძულზე ალ-ქაიდას ლიდერის მკვლელობა დაადასტურა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინფორმაციით, ჯიჰადისტური ჯგუფის ხელმძღვანელი ყასიმ ალ-რაიმი იემენში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაიღუპა.

თეთრ სახლში ალ-რაიმის დაღუპვის დროს არ აკონკრეტებენ, თუმცა აცხადებენ, რომ რაიმი ამერიკულ სამხედრო ძალებზე თავდასხმებს გეგმავდა.

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ტერორისტად მიჩნეული ალ-რაიმის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად იანვარში გავრცელდა, თუმცა არაბეთის ნახევარკუნძულის ალ-ქაიდა ფაქტს უარყოფდა.

ყასიმ ალ-რაიმი მესამე გავლენიანი ტერორისტია, რომელიც ბოლო თვეებში შტატების იერიშს ემსხვერპლა. ოქტომბერში ისლამური სახელმწიფოს ლიდერი ალ-ბაღდადი, იანვარში კი ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლეს.

დღის ამბები