06 მაისი 2024,   10:22
ვრცლად
სარკინიგზო კატასტროფა კანადაში - სატვირთო მატარებელი, რომელსაც ნავთობი გადაჰქონდა რელსებიდან გადავიდა და ამობრუნდა

კანადაში სარკინიგზო კატასტროფა მოხდა. სატვირთო მატარებელი, რომელსაც ნავთობი გადაჰქონდა რელსებიდან გადავიდა და ამობრუნდა, რასაც მასშტაბური აალება მოჰყვა.

შემთხვევის გამო ქვეყნის სამხრეთით მდებარე სოფელში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. გადამზიდი კომპანიის განცხადებით, 104 ვაგონიდან ცეცხლი 12-ს გაუჩნდა.

ამ ეტაპზე ინციდენტის შეფასება მიმდინარეობს. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღის ამბები