27 აპრილი 2024,   05:05
ვრცლად
"აღნიშნულ საქმეში არანაირი გადაცდომა არ მაქვს" - რევაზ მამასახლისი ლუკა სირაძის საქმეზე

ახალი დეტალები 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციის რამდენიმე თანამშრომლის გადაცდომა გამოავლინა.

ერთ-ერთი სამართალდამცავი, რომელსაც ამ საქმეს უკავშირებენ, "კურიერის" ინფორმაციით, განყოფილების უფროსის მოადგილე რევაზ მამასახლისია.

"კურიერთან" სატელეფონო საუბრის დროს მამასახლისი თავის ბრალეულობას არ აღიარებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეში არავითარი გადაცდომა არ ჰქონია.

"ყველა ინფორმაცია მივაწოდე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, აქედან გამომდინარე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. მე აღნიშნულ საქმეში არანაირი გადაცდომა არ მაქვს და ყველა ის ინფორმაცია, რაც არსებობდა, უკვე მივაწოდე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს," - განაცხადა რევაზ მამასახლისმა.

დღის ამბები