03 მაისი 2024,   04:29
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ ერთი წევრი ტოვებს - ჩიორა თაქთაქიშვილი პარტიიდან წასვლის მიზეზად ლიდერის განცხადებებს ასახელებს

"ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ ერთი წევრი ტოვებს. პარტიიდან გამოსვლის გადაწყვეტილება ნინო კალანდაძის, ზაზა ბიბილაშვილის და მარიამ გერსამიას შემდეგ, ამჯერად ჩიორა თაქთაქიშვილმა მიიღო.

"ამ დღეებში უკვე ოფიციალურად გამოვეთიშები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გუნდს და დავასრულებ პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობას.

საშინლად მტკივნეულია, როდესაც ჩემივე პარტიაში ნორმად იქცა ხშირი კომპრომისი იდეალებისა და ღირებულებების ხარჯზე, რაც აისახება საკადრო პოლიტიკაშიც.

ვითრგუნები, როცა პარტიის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა აკეთებს ქსენოფობიურ განცხადებებს და პარტიის არც ერთი ლიდერი არ აფიქსირებს განსხვავებულ პოზიციას. მიუღებელია, როდესაც მოკლული, ნაცემი ან შეურაცხყოფილი სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების დაცვის აუცილებლობაზე საუბრის მაგივრად, ჩემი კოლეგები ამჯობინებენ საპატრიარქოს უმტკიცონ ერთგულება, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში, სწორედ საპატრიარქო ავრცელებდა რუსულ, ანტიდასავლურ პროპაგანდას," - წერს ჩიორა თაქთაქიშვილი. 

დღის ამბები