03 მაისი 2024,   08:37
ვრცლად
ჩვენი მიზანია, მოვიძიოთ ახალი საიმედო ინვესტორი, რომელიც შეძლებს ამ პროექტის განხორციელებას - თალაკვაძე ანაკლიის პორტზე

ქართული დელეგაციის ამერიკაში ვიზიტის დროს შეხვედრების ერთ-ერთი თემა ანაკლიის პორტის მშენებლობა იყო. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით ქართულმა მხარემ ამერიკელ კოლეგებთან დააფიქსირა პოზიცია, რომ პორტის მშენებლობის პროექტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ის აუცილებლად განხორციელდება.

"ვისაუბრეთ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, სადაც ჩვენი მიზანი არის, რომ მოვიძიოთ ახალი საიმედო პარტნიორი, ინვესტორი, რომელიც შეძლებს ამ პროექტის განხორციელებას. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მომავალშიც ამ პროექტს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

აშშ-ში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის თქმით, არ არსებობს საკითხი, რომელზეც აშშ-ს და საქართველოს შეუთანხმებელი პოზიციები ქონდეთ. ბაქრაძის განცხადებით აქტიურად მიდის მუშაობა, რომ ანაკლიის პორტის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა ქონდეს:

"ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან არ გაგვაჩნია საკითხი, რომელზეც შეუთანხმებელია ჩვენი პოზიციები. ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არის მათ შორის ანაკლიის პროექტიც. აქედან გამომდინარე ჩვენ როგორც საელჩო ვმუშაობთ აქტიურად აშშ-ში, რომ ამ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტს ქონდეს მტკიცე მხარდაჭერა," - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები