03 მაისი 2024,   05:15
ვრცლად
ქუთაისში დავითობის დღესასწაულს აღნიშნავენ

ქუთაისში დავითობის დღესასწაულს აღნიშნავენ. დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.

დილიდან ქალაქის ხელმძღვანელობამ და მოქალაქეებმა დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, გელათის მონასტერში, სადაც მეფე დავით აღმაშენებელია დაკრძალული, საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება, მოხდება ჩოხოსანთა კურთხევა და მოეწყობა ფოტოგამოფენა, ასევე გაიმართება ლექციებიც.

დავითობასთან დაკავშირებული ღონისძიებები კონცერტით დასრულდება.

დღის ამბები