03 მაისი 2024,   06:08
ვრცლად
ზუგდიდის სოფელ დარჩელში საახალწლოდ მორთული ნაძვის ხე ისევ დგას

ზუგდიდის სოფელ დარჩელში საახალწლო ნაძვის ხე აქსესუარებით ისევ დგას. ასევე, საახალწლო განათებებითაა მორთული სოფლის ცენტრიც.

როგორც მერიაში ამბობენ, მისი დემონტაჟი უკვე დაწყებულია. მათი განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ მუნიციპალიტეტი მასშტაბური საახალწლო განათებებით იყო მორთული, სხვადასხვა ადგილზე მათი ჩამოხსნა ერთდროულად ვერ მოხერხდა და კეთილმოწყობის სამსახური შესაბამის სამუშაოებს ეტაპობრივად ახორციელებს.

დღის ამბები