05 მაისი 2024,   18:57
ვრცლად
საქართველოს 3 მოქალაქე ჩინეთიდან რამდენიმე საათში ჩამოფრინდება - ისინი აეროპორტში შემოწმებას გაივლიან

ჩინეთიდან გამოყვანილი საქართველოს 3 მოქალაქე თბილისში რამდენიმე საათში ჩამოფრინდება.

კორონავირუსის საფრთხის გამო, მათ დახმარების თხოვნით საქართველოს დიპლომატიურ უწყებას თავად მიმართეს.

ფრენების აკრძალვის გამო, ისინი დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ. რეისი დუბაის გავლით სრულდება.

ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ, ჩინეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები ვირუსზე შემოწმებას გაივლიან. პარალელურად უხანში რჩება საქართველოს კიდევ 3 მოქალაქე.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში, ვიეტნამსა და მონღოლეთში არჩილ კალანდია, აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავად გამოთქვეს სამშობლოში დაბრუნების სურვილი.

"სამი მოქალაქე დღეს დაბრუნდება საქართველოში, თვითონ გამოთქვეს საქართველოში დაბრუნების სურვილი. ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს ჩვენს მოქალაქეებთან და კარგად არიან და არც პანიკა არ აქვთ. საპანიკოც არაფერია და ჯობია ეს კრიზისული სიტუაციები ერთად გავიაროთ,"- განაცხადა არჩილ კალანდიამ.

დღის ამბები