05 მაისი 2024,   23:22
ვრცლად
ტრაილერების რიგი კობი-გუდაურის გზაზე - მოძრაობა უამინდობის გამო შეზღუდულია

კობი-გუდაურის გზაზე მოძრაობა ისევ შეზღუდულია. ადგილზე ტრაილერების რიგია, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი მანქანების მძღოლები საზღვრის მიმართულებით გადაადგილებას ვერ ახერხებენ. ზოგიერთი მათგანი ამ გზაზე უკვე 1 კვირაა დგას და დანიშნულების ადგილამდე მისვლას ვერ ახერხებს.

გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ ეტაპზე თოვისა და ზვავსაშიშროების გამო ვერ იწყება.

განსაკუთრებული წესები ამოქმედდა ქვეყნის სხვა ტერიტორიებზეც.

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის, ვერონა-შუამთის მონაკვეთზე მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის დაშვებული, მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტს ატარებენ შუხუთი-მამათი-ძიმითის გზის გარკვეულ მონაკვეთზეც.

დღის ამბები